აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმში ბავშვთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

01 ნოემბერი, 2018

2018 წლის 5-7 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში  ბავშვთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს მანდარინი“ გაიმართება .

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ: ბავშვთა მუსიკალური თეატრი ,,ოქროს გასაღები“ (დნეპრი), მოზარდ მაყურებელთა მუსიკალური თეატრი ,,ფანტაზია“ (კიევი), სანიმუშო თეატრი ,,როსინკა“ (მუკაჩევო), ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური დასი და სტუდია ,,ლიმპოპო“.

პროექტის მიზანია უკრაინასა და საქართველოს შორის შემოქმედებითი კავშირების გაღრმავება და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება.

 


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები