აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი მაღალმთიან აჭარაში მოტობლოკი სათიბელას კომპლექტაციით გაცემას დაესწრო

01 ნოემბერი, 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის ქვეპროგრამის „სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე ტექნიკის გაცემა დაიწყო. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში ტექნიკის გაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მინისტრის პირველ მოადგილესთან მამუკა თურმანიძესთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულბელ ვახტანგ ბერიძესთან და აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორთან ჯამბულ აბულაძესთან ერთად დაესწრო.

აღნიშნული ტექნიკა თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 30%) გადანაწილებული იქნება შუახევის და ხულოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე. სულ ქვეპროგრამის გარგლებში ფერმერებზე განაწილებული იქნება 214 ერთეული მოტობლოკი სათიბელას კომპლექტაციით. ერთეულის ღირებულება 2180 ლარია, ფერმერის გადადახდელი თანხა შედგენს 655 ლარს. ქვეპროგრამის მიზანია ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულებით ხელით შრომის შემსუბუქება, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით მეცხოველეობის საკვები ბაზის გამტკიცება.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები