აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძემ უნგრეთის კონსულთან შეხვედრა გამართა

02 ნოემბერი, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, პირველ მოადგილესთან თორნიკე კუჭავასთან ერთად, უნგრეთის კონსულთან ანიკო ფარკასთან შეხვედრა გამართა. 
►ჯაბა ფუტკარაძე სტუმარს აჭარაში დაგეგმილ სიახლეებზე, საინვესტიციო პოტენციალზე და ეკონომიკურ პროცესებზე ესაუბრა.
►შეხვედრაზე საუბარი სპორტული და ხანდაზმულთა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს  და უნგრეთთან სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. ამ მიმართულებით მიმდინარე წლის დეკემბერში ქართული მხარის უნგრეთში ვიზიტი განხორციელდება, სადაც სამუშაო შეხვედრები სპორტული და ხანდაზმულთა ტურიზმის ექსპერტებთან, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებთან, საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან და ტუროპერატორებთან გაიმართება. ამ ფორმატში ქართული მხარე უნგრეთის წარმომადგენლებს აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს და ზოგადად სხვადასხვა სფეროში არსებულ პოტენციალს გააცნობს, რის შემდეგაც თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება. 
►„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რათა ეფექტურად გამოვიყენოთ, ის საკმაოდ დიდი საინვესტიციო რესურსი, რაც აჭარას აქვს. ქვეყანაში შექმნილი ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და არსებული პოტენციალი კერძო ინვესტიციების ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას განაპირობებს. საქართველოს კანონმდებლობით ინვესტირების და ქონების შეძენის პირობები თანაბარია, როგორც უცხოელი ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ეს ფაქტორები ერთის მხრივ დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობის ზრდას, დაწყებული საინვესტიციო პროექტების დასრულებას და მეორეს მხრივ ახალი პროექტების დაწყებას განაპირობებს“- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ შეხვედრაზე.

კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები