ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა
02 ნოემბერი, 2018
2018 წლის 2-4 ნოემბერს, ბათუმი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
ბანაკს მასპინძლობს.
დღეს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ბანაკის გახსნის ღონისძიებას აჭარის
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დაესწრო.
სამდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა
და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული
განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის
მსვლელობისას მონაწილეები პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისგან.
ახალგაზრდული ბანაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, აჭარის მთავრობისა და ინოვაციების
ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით იმართება.
იხილეთ გალერეა