აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ფერმერებზე სასათბურე მეურნეობების მოწყობა გრძელდება

02 ნოემბერი, 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის ქვეპროგრამა „სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში სათბურების დაფინანსება მიმდინარეობს. სამინისტრო აფინანსებს სათბურის მოწყოფისათვის საჭირო მასალებს (ლითონის კარკასი, პოლიეთილენის ფირი, ფანჯარა, ფანჯრის მწერსაწინაღმდეგო ბადე) და სათბურის სამონტაჟო სამუშაოებს - ერთ კვ.მ. სათბურზე 50 ლარის ოდენობით. სულ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება რეგიონში 5000 კვ.მ მიწის ფართობზე მოწყობილი სასათბურე მეურნეობები.

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასათბურე კონსტრუქციის დამონტაჟების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი პირველ მოადგილესთან მამუკა თურმანიძესთან და ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

,,ქვეპროგრამის მიზანს წარმოედგენს ფერმერულ მეურნეობებში საადრეო ბოსტნეული კულტურების წარმოების ხელშეწყობა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. რაც გაზრდის ფერმერების ფინანსურ შემოსავლებს და შემოტანილ ბოსტნეულს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს რეგიონში წარმოებული პროდუქციით. ღია გრუნტში წარმოებული ბოსტნეული სეზონური ხასიათისაა და მხოლოდ ზაფხულის პერიოდის შემჭიდროვებული ვადებით შემოიფარგლება სწორედ ამიტომ აუცილებელია სასათბურე მეურნეობების განვითარება''. - განაცახადა მინისტრმა.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები