აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ყოფილ პატიმრებს ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა

02 ნოემბერი, 2018

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმრის ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.

აქციადემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“ მახარდაჭერით გაიმართა.

საჭიროების შემთხვევაში ბენეფიცირებს დამატებითი სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაუფინანსდებათ. ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსა და სათვალეს დემოკრატიის ინსტიტუტიყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიძენს.

მსგავსი სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთშიც იგეგმება.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებსდემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, „თანაზიარიდა ფონდი აფხაზინტერკონტი“.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციას ითვალისწინებს.

რესოციალიზაციის პროგრამის აქტიური მხარდამჭერია აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უფასო სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელსაც ჩატარდა.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები