აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფესტივალი ,,ოქროს მანდარინი“ საზეიმოდ გაიხსნა

05 ნოემბერი, 2018

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ბავშვთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს მანდარინი“ გაიხსნა . საზეიმო გახსნის ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დაესწრო და ფესტივალის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ: ბავშვთა მუსიკალური თეატრი ,,ოქროს გასაღები“ (დნეპრი), მოზარდ მაყურებელთა მუსიკალური თეატრი ,,ფანტაზია“ (კიევი), სანიმუშო თეატრი ,,როსინკა“ (მუკაჩევო), ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური დასი და სტუდია ,,ლიმპოპო“.

პროექტის მიზანია უკრაინასა და საქართველოს შორის შემოქმედებითი კავშირების გაღრმავება და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები