აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმს თანამედროვე სტანდარტების ახალი სპორტული კომპლექსი ექნება

07 ნოემბერი, 2018

►3400 მაყურებელზე გათვლილი ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. 
►ამ ეტაპზე დასკვნით ეტაპზეა რკინა-ბეტონის სამუშაოები და იწება ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი. პარალელურად შიდა სამუშაოები ხორციელდება: გადატიხვრა, ელექტრო სისტემების მონტაჟი, გათბობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა. სამუშაოებში დღეისათვის 200 ადამიანია დასაქმებული. 
►სამუშაო პროცესს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გაეცნო. პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მინისტრს შპს "საბა კონსტრაქშენის" დამფუძნებელმა სლავა შერაზადიშვილმა მიაწოდა. 
►თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. უნივერსალური და სპორტული ტანვარჯიშის დარაბზები დაგეგმარებულია მომიჯნავედ ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი ერთ სივრცედ გაერთიანება იქნება შესაძლებელი. 
►გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა. 
►შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული. 
►მშენებლობის ღირებულება - 61 977 777 ლარი. 
►მშენებლობის დასრულება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვე (ხელშეკრულება 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა) 
►სპორტული კომპლექსის პროექტს შპს "საბა კონსტრაქშენი" ახორციელებს.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები