აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე ბრიტანელ ექსპერტს შეხვდა

08 ნოემბერი, 2018

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ქ. თბილისში ბრიტანელ ექსპერტთან შეხვედრები გაიმართა. 
შეხვედრებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ასევე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტები სალომე მურვანიძე და ნათია ბლაგიძე მონაწილეობდნენ.
საკონსულტაციო შეხვედრები მიზნად ისახავდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ბრიტანული შშმ ხელოვნების ფესტივალების შესახებ და რეკომენდაციების შემუშავებას შშმ პირების სახელოვნებო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, მათი სახელოვნებო სფეროში ჩართულობის და სახელოვნებო სივრცეების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად.
ტიმ უილერი არის ხელოვნების დამოუკიდებელი კონსულტანტი, პედაგოგი, თეატრალური კომპანიის Mind the Gap თანადამფუძნებელი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია. თავისი ოცდაათწლიანი გამოცდილების მანძილზე მან 18 გასტროლზე, 100-ზე მეტ სახელოვნებო პროექტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე იმუშავა.

კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები