აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ციტრუსის ექსპორტი ნოემბრის თვეში 11-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

13 ნოემბერი, 2018

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის. კერძოდ, 2017 წლის 1-11 ნოემბრის მაჩვენებლით, 55 ტონა იყო ექსპორტირებული, 2018 წელს კი ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტი 610 ტონას აღწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ციტრუსის ექსპორტის წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 6-ჯერ აღემატება. 2018 წლის, 1 სექტემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ციტრუსის ექსპორტმა 718 ტონას მიაღწია, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში 106 ტონა იყო.

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებად კვლავ რჩება რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.

შტაბში მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501), სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს. 25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები