აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეორგოლი ტურისტული ობიექტებისთვის

14 ნოემბერი, 2018

ტურისტულ ობიექტებში სახანძრო-უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აჭარის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტმა სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეო დაამზადა. პრაქტიკულ ვიდეომასალაში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად წესებსა და მანიშნებლებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურისტული ობიექტების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის. სასწავლო ვიდეოში გრაფიკულადაა ასახული თუ როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულმა პირმა საგანგებო სიტუაციებისას,  რას ნიშნავს სახანძრო-უსაფრთხოების მანიშნებლები და როგორ შეიძლება ცალკეული რისკების თავიდან არიდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვიდეომასალა ორენოვანია და  ის ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს წლის ბოლომდე დაურიგებდათ.

გარდა ვიდეორგოლის მომზადებისა, სახანძრო-უსაფრთხოების მიმართულებით დეპარტამენტმა წლის დასაწყისში კვებისა და განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარა. ჯამში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2500-ზე მეტი  პირი გადაამზადა. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები