აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი მანდარინის ექსპორტის პროცეს დაესწრო

14 ნოემბერი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მოადგილეებთან ერთად, ბათუმის პორტს სტუმრობდა, სადაც ბორანზე „კაუნასი“ საექსპორტო ციტრუსის დატვირთვის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ბორანი, უკრაინის მიმართულებით 450 ტონა მანდარინის გადაზიდვას ახორციელებს. ბათუმის პორტიდან გემი ''კაუნასი'' კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, კვირა) გავა. ✅

დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია ( უკრაინა, რუსეთი, სომხეთი ყაზახეთი) 840 ტონა სტანდარტული მანდარინი. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 55-60 ათას ტონას შეადგენს, ციტრუსის სეზონზე მოქმედებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები