აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2019 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 14020595 ლარი იქნება

15 ნოემბერი, 2018

უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები გრძელდება. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, კანონის პროექტი და მისი თანმდევი დოკუმენტი ამჯერად აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

მომავალი წლისთვის ბიუჯეტით დაგეგმილი სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ისაუბრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ. მისი განცხადებით, სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 14020595 ლარით განისაზღვრა. მათ შორის, 9603465 ლარი მოხმარდება სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებას, ხოლო 4417130 ლარი გარემოს დაცვისა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 13 პროგრამას და 21 ქვეპროგრამას განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის პროგრამები თავისი შინაარსით ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულ ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის გაფართოვებაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგაზე, სასათბურე მეურნეობის განვითარების გზით, რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო ფუნქციების მინიჭებაზე.

ასევე, შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, ხარისხი და კონკურენტუნარიანობა. გაძლიერდება აგრარული ექსტენციის მიწოდება შედეგად გაფართოვდება მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის დონე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები