აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლა აშენდება

15 ნოემბერი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მომავალ წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იგეგმება 5 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალშენის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც 2019 წელს იგეგმება. მინისტრი ასევე სალიბაურის N2 საჯარო სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ხელვაჩაურის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა და 2019 წლის ინფრასტრუქტურლი პროექტები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამა 1,1 მილიონი ლარით გაიზრდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 10 სკოლის რეაბილიტაცია და 8 სკოლის მშენებლობა, ასევე, 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეივსება თანამედროვე მხატვრული ლიტერატურით, 5 საჯარო სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიის კომპლექტითა და 20 სკოლა - სპორტული ინვენტარით.

კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები