აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების დაფინანსება 894130 ლარით იზრდება

14 ნოემბერი, 2018

► აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში და 2019-2022 წლებში დაგეგმილი საბიუჯეტო პროგრამები წარადგინა.

► 2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 894 130 ლარით იზრდება და 17 722 635 ლარი იქნება.

► სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს:

► „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის) ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების დაფინანსება15 000-ით გაიზრდება და ნაცვლად 50 000 ლარისა 65 000 ლარი გახდება. 
► ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, პირველად დაუფინანსდებათ: 
ა) ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია - 80 000 ლარით; 
ბ) ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია -150 000 ლარით.

► გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი). თითეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი 25 000 ლარს შეადგენს. 
► ,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით” გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ტარიფი და ნაცვლად 15 000 ლარისა 25 000 ლარი გახდება. 
► „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელდება ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს) ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმიური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით გაიზრდება და 400 000 ლარი გახდება. 
► “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ ქვეპროგრამაში ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 5000 ლარით გაიზრდება და 15 000 ლარი გახდება. 
► ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში,სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და 2 000 000 ლარი გახდება. 
► სოციალური დაცვის მიმართულებით 2 ახალი პროგრამის ამოქმედდება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“. 
► ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად , სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები დაემატება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები