აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტაკარაძე გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

15 ნოემბერი, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ისა ალბაშა ალნოაიმისთან შეხვედრა გამართა. 
►შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძე სტუმარს აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ესაუბრა. საუბარი ასევე აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო. 
►სტუმარმა ხაზი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაუსვა და ამ მიმართულებით ერთობლივი საქმიანობის მზაობა გამოთქვა. 
►მხარეებმა ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები