აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ბათუმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო

16 ნოემბერი, 2018

დღეს, სასტუმრო შერატონში, ბათუმის მდგრადი გავითარების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანია ყოველწლიური პლატფორმის ფორმირება, სადაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები შეძლებენ მდგრადი განვითარების საკითხებზე მსჯელობას, გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობას. ბათუმის მდგრადი განვითარების ფორუმი როგორც ყოველწლიური ღონისძიება აქცენტს გააკეთებს მდგრადი განვითარების სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებზე როგორიც არის: სტრატეგიული და ურბანული დაგეგმარება, ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარება, სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება, კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება.

ფორუმზე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ქ.ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სითი ინსტიტუტი საქართველო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ((GIZ).


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები