აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა გადამზადება გრძელდება

15 ნოემბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი  ინგლისური ენის ტრენინგ-კურსის მონაწილეებს შეხვდა. სოფელ სახალვაშოში საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თავმჯდომარემ ტრენინგების მნიშვნელობაზე, სახალვაშოში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის პერსპექტივებსა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყოველწლიურად ვანხორციელებთ უცხოელ ვიზიტორთა კვლევას, სადაც გამოიკვეთა, რომ კომუნიკაციის საკითხებში არის პრობლემები. ჩვენ დავიწყეთ ინგლისური ენის ინტენსიური ტრენინგები სოფელ სახალვაშოსა და კურორტ გოდერძიზე, რადგან ამ ორ მიმართულებაზე განსაკუთებით იზრდება ტურისტების დაინტერესება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდეს მასპინძლებსა და სტუმრებს შორის კომუნიკაცია. ინტერნსიური კურსისას მონაწილეები იმ  ძირითად საბაზისო ინგლისურს შეისავლიან, რომელიც საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს დაეხმარება საკუთარი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების ტურისტებისთვის შეთავაზებაში. პროექტს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ვანხორციელებთ  და მას ტურისტულად აქტიურ სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავაგრძელებთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

სოფელ სახალვაშოსა და კურორტ გოდერძიზე ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგ-კურსი მეორე კვირაა მიმდინარეობს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სასწავლო ვიდეორგოლები დაურიგდებათ, რომელშიც ტურისტის მიღება, ტურისტული სერვისების შეთავაზება, განთავსება და გამასპინძლება მცირე სცენებით ინგლისურადაა წარმოდგენილი. აღნიშნული ვიდეორგოლები უკვე დაურიგდა კურორტ გოდერძის  საოჯახო-სასტუმრო სახლებს. მისი გავრცელება ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.

დეპარტამენტი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ანხორციელებს. ჯამში, 2012 წლიდან დღემდე დეპარტამენტმა რეგიონში 2700-ზე მეტ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირს ჩაუტარა სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები