აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრმა დიოკნისის საჯარო სკოლა დაათვალიერა

16 ნოემბერი, 2018

დიოკნისის საჯარო სკოლა, სადაც ამ ეტაპზე 57 მოსწავლე სწავლობს, ორ სოფელს ემსახურება. სამსარრთულიანი თანამედროვე სტანდარტების სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, აქვს ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ღია და დახურული სპორტული მოედანი. სკოლის მოსწავლეებს ემსახურება სასკოლო ტრანსპორტიც.

დიოკნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასევე, მიმდებარე ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა.


დიოკნისის საჯარო სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები