აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა

19 ნოემბერი, 2018

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ერთობლივი თანამშრომლობით, ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა.

►აკადემიაში სასერტიფიკაციო, სტაჟირებისა და სხვადასხვა ტრენინგ პროგრამები განხორციელდება, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება: ფინანსები, ბუღალტერია, აუდიტი, კანონმდებლობა, მენეჯმენტი და უნარ-ჩვევები.

►აკადემიაში სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება.

►შენობაში სასწავლო ოთახები, საკონფერენციო დარბაზები და თავისუფალი სივრცეა(ბიბლიოთეკა) განთავსებული. აკადემიის სერვისების მიღება, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

დღეიდან აკადემიაში პირველი სასწავლო კურსი „საგადასახადო კანონმდებლობის“ თემაზე დაიწყო და მას კერძო და საჯარო სექტორის 25 წარმომადგენელი გაივლის.

►აკადემია აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარესთნ დავით გაბაიძესთან, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორთან ტარიელ ჭულუხაძესთან ერთად გახსნა.
►სტუმრებს აკადემიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზოგადად საქმიანობის შესახებ სპეციალური პრეზენტაციის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

►აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტთან (JVI), ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GiZ), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობითა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, არაერთ რეგიონალურ პროექტს ახორციელებს.

►ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში(თბილისში) კვალიფიკაცია 50 000-ზე მეტმა დაინტერესებულმა მსმენელმა აიმაღლა.

►აკადემიის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, ხარისხის მართვის საერათაშორისო სერტიფიკატის ISO 9001:2015 მფლობელია.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები