აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

2018 წელს აჭარაში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი 17,8%-ით გაიზარდა

18 ნოემბერი, 2018

 2018 წლის, 10 თვის მონაცემებით, აჭარაში, 1,725,468 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 17,8%-იან ზრდას გულისხმობს.

►აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარაში ტურიზმის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით პრეზენტაციას დაესწრნენ.

🔴 ბოლო ორ წელში:
 აჭარის პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობებით განხორციელდა. მათ შორის სატელევიზიო რეკლამითა და გადაცემებით BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე, RTL-ზე და N-TV-ზე.
გარე რეკლამა სამიზნე ქვეყნების 35-ზე მეტ ქალაქში,ხოლო ონლაინ რეკლამა 14 ქვეყნის სოციალურ და ონლაინ პლატფორმებზე განხორციელდა.
 აჭარის წარდგენა 56 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე მოხდა.
 პრეს-ინფოტურის ფარგლებში, 963 ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა აჭარა სამიზნე ქვეყნებს გააცნო. 
 ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი პირის გადამზადება განხორციელდა.
 მთიან აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარება მოხდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები