აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ხელვაჩაურის 3 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

17 ნოემბერი, 2018

დღეიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2173 აბონენტი, ბუნებრივი გაზით ისარგებლებს.

►სოფელ თხილნარის, ჭარნალის და ახალსოფლის გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.სიმბოლური ჩირაღდანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დეპუტატ მერაბ კარანაძესთან, ხელვაჩაურის მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორთან ვახტანგ ბერიაშვილთან ერთად აანთო.

►მთავრობის წევრებმა გაზიფიცირების პროექტის დასრულება თხილანრის მოსახლეობას მიულოცეს.

►პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის, ჭარნალის და ახლსოფლის გაზიფიცირება განხოციელდა.

►თხილნარში საშუალო და დაბალი წნევის 69345 მეტრი სიგრძის გაზსადენი მილი დამონტაჟდა - გაზით 1000 აბონენტი ისარგებლებს.

►ჭარნალში საშუალო და დაბალი წნევის 52 995 მეტრი სიგრძის გაზსადენი მილი დამონტაჟდა - გაზით743 აბონენტი ისარგებლებს.

►ახალსოფელში საშუალო და დაბალი წნევის 27 984 მეტრი სიგრძის გაზსადენი მილი დამონტაჟდა - გაზით 430 აბონენტი ისარგებლებს.

►ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის გაზიფიცირების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ განხორციელდა. 
►აჭარაში მიმდინარე წელს კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა“ ბუნებრივი აირით 9 500 აბონენტი უზრუნველყო. 
►აჭარის რეგიონში დღეისათვის 85 ათასი აქტიური აბონენტია.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები