აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სასათბურე მეურნეობაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

20 ნოემბერი, 2018

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა’’-ფარგლებში, სასათბურე მეურნეობაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე სამუშაოების ასევე გაეცნენ, აჭარის უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე და აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე.

ქვეპროგრამის მიზნია თანამედროვე ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით სასათბურე სექტორის განვითარება და რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ფუნქციის მინიჭება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. რაც ხელს შეუწყობს მსხვილ სათბურებში ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარებას.

ქვეპროგრამის ფარგლებში, 2018 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2.5 ჰა-ზე მოეწყო 50 ერთეული 500 მ2 ფართობის სათბურები, რომელიც აღჭურვილი იქნა წვეთოვანი სარწყავი და სავენტილაციო სისტემით. ასევე აგროპარკი უზრუნველყოფილი იქნება 2 ერთეული 150 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარით, ელექტრო ენერგიით, მისასვლელი გზებით და სანიაღრვე არხებით. რომლებიც სარგებლობაში გადაეცემა ფერმერებსა და აგრომეწარმეებს.

მათ ასევე გაეწევათ ტექნიკური მხარდაჭერა სასათბურე კულტურების წარმოების აგროტექნიკურ ღონისძიებსა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონ 078 ათას 995 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის დაიხარჯება 840 995 ლარი.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები