აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

20 ნოემბერი ბავშვთა მსოფლიო დღეა

20 ნოემბერი, 2018

✔️ 20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა.

✔️ თარიღთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ "თანას" ბენეფიციარებმა, კონცეტრი "შემოდგომის ზეიმი" გამართეს.

✔️ კონცერტს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის მერიებისა და კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

✔️ ცენტრში სარეაბილიტაციო მომსახურებას 50 ბენეფიციარი ღებულობს. დაწესებულება ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიის პროგრამებში, რომლებიც გათვალისწინებულია შშმ პირთათვის.

✔️ 1954 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველი წლის 20 ნოემბერს აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე. აქვე აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდი (unicef) მიიჩნევს, ბავშვის ფიზიკური დასჯა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების დათრგუნვა, მისი უგულებელყოფა - ძალადობაა.

✔️ ფონდი მშობლებს რეკომენაციას აძლევს და განმარტავს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და აღზრდის ნაცვლად, მძიმე ზეგავლენას ახდებს ბავშვის განვითარებაზე. მკაცრი აღზრდის ალტერნატივა პოზიტიური მშობლობაა:

🔹მოერიდეთ ბავშვთან ძალის დემონსტრირებას
🔹აკონტროლეთ საკუთარი ბრაზი 
🔹თუ ბავშვი ცუდად იქცევა, განიხილეთ მასთან ერთად, ერთად შეთანხმდით სასურველ ქცევაზე. 
🔹ხშირად შეაქეთ ბავშვი, წაახალისეთ მისაღები ქცევა
🔹დაუთმეთ ბავშვს დრო, გქონდეთ მასთან კომუნიკაცია, მოუსმინეთ არ დაგავიწყდეთ, სწორედ მშობლის ქცევაა მისაბაძი ბავშვისათვის.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები