აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

40 მლნ ლარის ახალი ინვესტიცია ქობულეთში

24 ნოემბერი, 2018

ქობულეთში, 40 მლნ ლარის ღირებულების, ახალი საინვესტიციო პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, 240 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება.

სასტუმროში გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება. სასტუმროში ასევე რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება.

სასტუმრო კომპლექსს საძირკველი აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და შპს "ელ&ერ კომპანის" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი შერაზადიშვილმა ჩაუყარეს.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდელო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვა ოფიციალური და არაოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სასტუმროს მშენებლობას შპს "ელ&ერ კომპანი" ახორციელებს.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები