აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

25 ნოემბერი, 2018

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა. 
პროექტი 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას პროექტის განხორციელება მიულოცა და გაზის სიმბოლური ჩირაღდანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად აანთო.

პირველი ეტაპი

სოფ.სალიბაურიდან-სოფ.ხიჭაურამდე გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ. მონაკვეთზე ჩაიდო, რაც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.
გაზსადენი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის (ხიჭაურის) ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს.
სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.
გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 768 251 ლარია. 
სამუშაოები შპს „ენერჯი ინვესტი 2009“-მ განახორციელა. 
გაზსადენის ტრასა სოფელი სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოეწყო. სოფელი ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი გაზის მილები - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე დამონტაჟდა. 
პროექტი 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო.

მეორე ეტაპი

უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რაც შუახევიდან(სოფ.ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.
დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. 
დასაქმდება 140 ადამიანი.
გაზიფიცირების მეორე ეტაპი ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები