აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ჩაქვში ციტრუსის მიღება-გადამუშავების პროცესს დაესწრო

24 ნოემბერი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარო მოინახულა და ადგილზე გაეცნო ციტრუსის მიღების პროცესს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც ევროსტანდარტების მოთხოვნებს პასუხობს. ასევე საწარმო სამომავლოდ გეგმავს 200 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას.

აღნიშნული საწარმო 24 საათის განმავლობაში შეძლებს 60 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხებას და პარაფინირებას. საწარმოში ციტრუსის შეფუთვა მოხდება ევროსტანდარტების მიხედვით, პალეტებად შეკრულ 15 კილოგრამიან ტევადობის პლასმასის ყუთებში. საწარმო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 2000 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფს, რომელიც რუსეთის და უკრაინის ბაზარებზე იქნა ექსპორტირებული. საწარმოში 70-მდე ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნულ მიმღებ საწარმოს 24 ნოემბრის მდგომარეობით 200 ტონამადე ციტრუსი უკვე ესპორტირებული აქვს რუსეთის მიმართულებით.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები