აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროს დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

27 ნოემბერი, 2018


30 ნოემბერს 15:00 საათზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო კონფერენცია ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში III” გაიხსნება.

საყოველთაო გლობალიზაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებაში ახალი ტენდენციები იჩენს თავს;  როგორია ამ ცვლილებების არსი, რამდენად თანამედროვეა ჩვენი კვლევების თემატიკა, კვლევის მეთოდები, ანუ რას ვიკვლევთ, რატომ და როგორ? სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად კონფერენცია, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდება აჭარის რეგიონში.

კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ადგილობრივი თუ უცხოელი მკვლევარები განიხილავენ ისეთ აქტუალურ თემატიკას როგორიცაა: ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული მიდგომები, ეროვნული თვითმყოფადობა და კულტურული მრავალფეროვნება, კორპუსული ლინგვისტიკა და დიგიტალური ჰუმანიტარია.

კონფერენციის მუშაობაში ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის დოქტორანტები, მათ საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ კვლევის შედეგები და ჩაერთონ სამეცნიერო დისკუსიებში.

კონფერენცია დაფინანსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის კონფერენციის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში.

ქვეპროგრამის მიზანია ხელი შე­უწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი და საერთაშორისო სა­მეც­ნიერო კონფერენციების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.


 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები