აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მასტერკლასები „სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლების თანამედროვე პრაქტიკაში“

30 ნოემბერი, 2018


 

2018 წლის 4 და 5 დეკემბერს სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი დოდო ჩოგოვაძე  ჩაატარებს მასტერკლასებს „სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლების თანამედროვე პრაქტიკაში“.

 

სასცენო მოძრაობის და რიტმიკის დისციპლინები სამსახიობო ოსტატობის კომპლექსური სწავლების აუცილებელი პროგრამული ელემენტია. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული სპეციალისტი სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით სტუდენტებისათვის ჩაატარებს მასტერკლასებს - პრაქტიკული მეცადინეობები, რიტმიკის   და სასცენო მოძრაობის  მიმართულებით.

 

მასტერკლასები გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისათვის და ლექტორ - მასწავლებლებისათვის, ასევე, ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

 

მასტერკლასები ჩატარდება სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფ უნივერსიტეტის (ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N31)  N52 აუდიტორიაში,   4 და 5  დეკემბერს 11:00 საათზე.     

 


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები