აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია გაიმართება

30 ნოემბერი, 2018


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით 2018 წლის 3, 4 და 5 დეკემბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ცირა ბარბაქაძე ჩაატარებს საჯარო ლექციათა ციკლს  თემაზე: “ცნობიერების (რ)ევოლუცია და ახალი რიტორიკა“. 

ლექციაზე საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე:

·         ახალი ცნობიერება - ახალი რიტორიკა;

·         ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება და აზროვნების პარადიგმის ცვლილება;

·         კულტურის ბაზისური ფრაზეოლოგიური მეტაფორების დეკონსტრუქცია;

·         პროტესტის ახალი ფორმების რიტორიკა;

·         ცოდნის დაგროვებიდან - ცოდნის გამოყენებისკენ.

საჯარო ლექციები გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ - მასწავლებლებისათვის, ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისათვის. 

ლექცია  ჩატარდება 3, 4 და 5 დეკემბერს 14:00 საათზე  სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N32 აუდიტორიაში.  მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35

 

 


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები