აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრის მოადგილის ვიზიტი ედინბურგში

30 ნოემბერი, 2018

ფესტივალების და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით   ქალაქ  ედინბურგში  აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს უფროსი სპეციალისტი  სალომე მურვანიძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე და  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსი ნინო ხახუბია იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შედგა დელეგაციის შეხვედრები ედინბურგის ფესტივალების გაერთიანების, ედინბურგის  საერთაშორისო და ფრინჯ ფესტივალების, ორგანიზაციების „შემოქმედებითი შოტლანდია“,“ვიზიტ შოტლანდია” და “ივენთ შოტლანდია”, ასევე,  ედინბურგის ქალაქის საბჭოს და შოტლანდიის მთავრობის წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელებთან. 

შეხვედრების დროს  დელეგაციას ჰქონდა საშუალება მიეღო დეტალური ინფორმაცია  ბრიტანული საფესტივალო სექტორის მართვასა და მუშაობაში   არსებულ ტენდენციებსა და მიღებულ პრაქტიკაზე, ასევე,  საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე დიდ ბრიტანეთში როგორც კულტურული, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით. 

ვიზიტისა და შეხვედრების ორგანიზატორები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და FEI (Festivals & Events International).

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები