აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქედაში

30 ნოემბერი, 2018

მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განკარგულების პროექტები წარადგინა, რაც საინვესტიციო საქმიანობის ხელშესწყობის მიზნით, პირგასამტეხლოს გადავადებას ითვალისწინებს. 

მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკა კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით ხორციელდება. 
"მთავრობის 28 სექტემბრის განკარგულება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ძალიან კარგად და ადეკვატურად აბალანსებს სახელმწიფო და კერძო ინტერესს, ხოლო ბიზნესთან მიმართებაში მიდგომა და გადაწყვეტილებები არის უფრო ეფექტური"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ აგროსერვის ცენტრის სარგებლობაში არსებული ღვინის სახლის გრძელვადიანი, პირობიანი იჯარით გადაცემის საკითხი წარადგინა. სოფელ გვარაში მდებარე მრავალფუნქციური კომპლექსის (მარანი, ენოთეკა, საგამოფენო დარბაზი, ეთნოგრაფიული კუთხე, ღვინის ლაბორატორია, ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთი) პირობიანი იჯარით გადაცემა ტურისტული ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს და ბიუჯეტიდან მისი მოვლა-პატრონობისთვის გასაწევ ხარჯებს დაზოგავს.
მთავრობის სხდომაზე ასევე ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული ვეტერინარული კლინიკების იჯარით გადაცემის საკითხი განიხილეს.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები