აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები

04 დეკემბერი, 2018


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი  განათლების  პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატზე და მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან;                                     

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი;

დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები.

კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2018 წლის 01 ნოემბრიდან   14 ნოემბრის  ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობდა 2015, 2016 და 2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტები. 

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 46 გამარჯვებული სტუდენტი. მათ შორის პირველი საფეხურის 42 სტუდენტი  და მეორე საფეხურის 4 სტუდენტი.


 


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები