აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი არასტანდარტული მანდარინის მიღებას დაესწრო

05 დეკემბერი, 2018

არასტანდარტული ციტრუსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ და შპს ,,TCF GEORGIA’’ მოინახულა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

შპს ,,TCF GEORGIA’’ მიმდინარე წლის სეზონზე გეგმავს 3000 ტონა არასტანდარტულ მანდარინის მიღება. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ს ქობულეთის საკონსერვიო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი. დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ქარხნებს მიღებული და გადამუშავებული აქვს 700 ტონამადე არასტანდარტული მანდარინი.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. მუშაობს ცხელი ხაზიც 1501 სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები