აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ღვინის მეგზური“ პრეზენტაცია გამართა

11 დეკემბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო მარნების მეპატრონეებისთვის ტრენინგები დაიწყო. ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი წესები, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპები, ტურისტებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესები - ის ძირითადი თემებია, რომლებსაც საოჯახო მარნების მეპატრონეები გადიან. ტრენინგის მსვლელობას ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი გაეცნენ. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და  ქედის ტურისტულ პოტენციალსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრეს. ასევე, დაათვალიერეს ნოდარ შერვაშიძის მარანი და ვენახები, სადაც წლის განმავლობაში ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობენ. სულხან ღლონტმა ტრენინგის მონაწილეებს ღვინის პრაქტიკული სახელმძღვანელო გააცნო.

„ქედის ტურისტული მარშრუტი, განსაკუთრებით კი ღვინის ტური აქტუალურია ტურისტებს შორის. გასულ წელს, ამ მიმართულებით ვიზიტორების 207%-იანი ზრდა გვქონდა. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ჩვენ წელს პირველად დავიწყეთ ამ ბიზნესში ჩართული მარნებისა და საოჯახო სახლების მეპატრონეების გადამზადება, ასევე გამოვეცით ღვინის პრაქტიკულის სახელმძღვანელო, რომელიც ერთგვარი გზამკვლებია გიდებისა და ღვინისმოყვარულთათვის. წიგნში მოთხრობილია ღვინის დაყენების ტექნოლოგიები, ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება და კერძებთან მისი შეხამება. მარნების მეპატრონეებისთვის და ბუნებრივია, ღვინის ტურის მიმართულებით გადამზადებული გიდებისთვის ამ საკითხების ცოდნა უმნიშვნელოვანესია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ტრენინგს ქართველი სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდიის „კაბისტონის“ დამფუძნებელი ქეთი ჯურხაძე უძღვება. ქედის შემდეგ ტრენინგებს ბათუმში კვების ობიექტების მეპატრონეებიც გაივლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ატარებს. 2012 წლიდან დღემდე, დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი მოქალაქე გადაამზადა, მათ შორის არიან გიდები, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები. 


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები