აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

"ნოვას" ახალი საწარმო -12 მილიონი ლარის ინვესტიცია

13 დეკემბერი, 2018

კომპანია ,,ნოვას“ ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ „ნოვას“ აჭარის ფილიალი 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. 

თბილისში მდებარე „ნოვას“ ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში 60-მდე, ხოლო მთლიანად თბილისისა და ბათუმის ქარხნებში 320 ადამიანია დასაქმებული.

12 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. 

„ნოვას“ ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში, 24 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. დღევანდელი მდგომარეობით, „ნოვა“ 100-მდე დასახელების წყლის პოლიეთილენის ავზს, თუნუქის ნაწარმს - სასახურავე მასალას და აქსესუარებს, თაბაშირ-მუყაოს პროფილებს, აქსესუარებს და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილებს აწარმოებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები