აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა

14 დეკემბერი, 2018

აჭარის ა.რ სოფლის განვითარების საბჭომ აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების დოკუმენტი დაამტკიცა.

საბჭოს სხდომაზე ასევე აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018 წლის 6 თვის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტით სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული პოლიტიკისა და ინიციატივების, მიზნებსა და ამოცანებთან შესაბამისობა განისაზღვრება.

სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომლის ბიუჯეტი 214 მლნ ლარზე მეტია, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადდა. 
სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები მონაწილეობდნენ.

საბჭოს სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ენპარდ-2“ პროექტის მენეჯერი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179 მილიონ ევროს შეადგენს. 
პროგრამის პირველი ეტაპის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ეტაპი სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას მოიცავს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები