აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

თორნიკე კუჭავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

14 დეკემბერი, 2018

ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ეკონომიკური პროცესებისა და ფინანსური პოლიტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ თორნიკე კუჭავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადეგენელთან საქართველოში ფრანსუა პენშოსთან ერთად, აჭარის ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილლებს თორნიკე კუჭავამ ასევე მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტები გააცნო.

შეხვედრას ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორი - ტომას რიჩარდსონი, ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ჰოლგერ ფლორკემაიერი, ჩინეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების განვითარების ცენტრის დირექტორი ლინგ ჰუი ტანი და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ადმინისტრაციის უფროსი მიშელ ბარლინგტონ-გრინი და სასწავლო კურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.

ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სასწავლო კურსი: „ფინანსური განვითარება და ფინანსური ჩართულობა“ დღეს დასრულდა, რომელსაც მონაწილეები საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან ესწრებოდნენ.

სასწავლო კურსები აკადემიაში მეშვიდე წელია ტარდება და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე წლის ურთიერთანამშრომლობის შესაბამისად, საერთაშორისო სასწავლო კურსები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები