აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„National Geographic Traveler“ - აჭარა უფრო მეტია ვიდრე ზღვა

17 დეკემბერი, 2018


National Geographic Traveler ბათუმის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. „ფიქრები საქართველოზე“ ასე ჰქვია სტატიას, სადაც საუბარია აჭარაზე, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილზე.

წარმოიდგინეთ ლურჯ ზღვასთან, თეთრი იალქნების ფონზე სიმწვანეში ჩაფლული სახლები, ამას დაუმატეთ ლას ვეგასი, თანამედროვე სასტუმროებით, კაზინოებით, კაფეებითა და გადატვირთული პრომინადით...... და ბოლოს გადაინაცვლეთ უძველეს, ისტორიულ ადგილებში. აჭარას გააჩნია ეს ყოველივე და უფრო მეტიც“ - ამ სიტყვებით იწყება სტატია, რომელიც პოლონური გამოცემაში გამოქვეყნდა. მასალაში აჭარა წლის ოთხივე სეზონზეა განხილული თავისი საზღვაო კურორტით, ვენახებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით.

“National Geographic Traveler -მა 2018 წლის განმავლობაში აჭარას ჯამში სამი საინტერესო სტატია მიუძღვნა. რეგიონის ტურისტული პოტენციალი წელს ასევე,  წარმოდგენილი იყო გამოცემის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები