აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გაეროს განვითარების პროგრამის ახალი ეტაპის განხორციელება იწყება

18 დეკემბერი, 2018

ევროკავშირი აჭარაში პროექტის „ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა მოაწერეს.

ახალი ინიციატივა სოფლის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პრორაგმის ბიუჯეტი 10 მლნ ევროა, აჭარის ა.რ მთავრობის თანამონაწილეობა 230 ათას ევროს შეადგენს.

დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან ლუიზა ვინტონთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ესწრებოდნენ.

"მნიშვნელოვანია UNDP-ის გუნდის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს რეგიონთან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ENPARD. წარმატებული I და II ფაზის გათვალისწინებით, მოხარული ვარ, რომ მესამე ფაზის დაწყების შესახებ გამოითქვა ინიციატივა და დღეს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას. როგორც წინა ორი ფაზის შემთხვევაში, აჭარის მთავრობა ამჯერადაც გაიღებს ფინანსურ კონტრიბუციას. მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მყარი და ინტენსიური გახდება.” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
2018-2022 წლებში ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერა სოფლად არაფორმალური ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები