აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სამი კვარტლის ბიუჯეტი 15,1% გადაჭარბებით შესრულდა

17 დეკემბერი, 2018

აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 15,1% გადაჭარბებით შესრულდა და 217 641 200 ლარი შეადგინა. 2018 წლის სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 189 068 100 ლარი იყო.
2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.
მინისტრის განცხადებით, 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, შემოსავლები 15,2 პროცენტით გადაჭარბებით შესრულდა და 193 300 300 ლარი შეადგინა, შემოსავლების გეგმა 167 817 600 ლარი იყო.

2018 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის მონაცემები:

2018 წლის სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 189 068 100 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 217 641 200 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 115,1 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (205 471 800 ლარი) შედარებით შემოსულობების ფაქტიური შესრულება 12 169 400 ლარით, ანუ 5,9 პროცენტით არის გაზრდილი. 
შემოსავლები
შემოსავლების გეგმა 167 817 600 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 193 300 300 ლარი შეადგინა, გეგმა 115,2 პროცენტით არის შესრულებული. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (186 129 800 ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება 7 170 500 ლარით, ანუ 3,9 პროცენტით არის გაზრდილი.
გადასახადები 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 94 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. 3 კვარტლის საშემოსავლო გადასახადის გეგმა 157 606 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 182 311 100 ლარი, გეგმის 115,7 პროცენტი შეადგინა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები