აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეხვედრა პროგრამაში ჩართულ პედაგოგებთან

19 დეკემბერი, 2018

„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმატებული პროექტია, რომელსაც 2011 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ვაკანსიების კონკურსის წესით შევსებაა. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია ინგლისური ენის, მათემატიკისა და ქიმიის 30 პედაგოგი.

დღეს, სასტუმრო „რადისონში“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილეები ბაგრატ მანველიძე და ბადრი ნაკაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ, მადლობა გადაუხადეს წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. 2018 წლიდან „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამაში ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა და მათ ყოველთვიურად დამატებით 1000 ლარი ეძლევათ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები