აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა შპს ,,ნატურალ პროდუქტს რძის შემკრები მანქანა გადასცა

19 დეკემბერი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, მოადილეებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ყველის საწარმოს შპს ,, ნატურალ პროდუქტს’ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის, ქვეპროგრამის რძის წარმოება – რეალიზაციის ხელშეწყობა- ფარგლებში რძის შემკრები მანქანა და 300 ცალამდე რძის ბიდონი გადაცსა და საწარმოს მუშაობას ადგილზე გაეცნო.

ქვეპროგრამის რძის წარმოება – რეალიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, აღნიშნული მანქანა საწარმოს მოემსაურება შეღავათიანი პირობებით, რაც უზრუნველყოფს წარმოებული ნედლი რძის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდას, მეცხოველე ფერმერთა სტიმულირებას, მოსახლეობისა და ტურისტების უვნებელი პროდუქტით მომარაგებას.

შპს ,,ნატურალ პროდუქტი'' ერთადერთი რძის გადამამუშვებელი საწარმოა მაღალმთიან აჭარაში, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს რეგიონის მეცხოველეობის დარგის განვითარებაში. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველის წარმოება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით ხდება. საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი სოფლიდან იბარებს რძეს და დღიურად 800-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება, რომელთაც გაუჩნდათ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. საწარმო დღიურად 4-დან 6 ტონამდე რძეს ამუშავებს და იმერულ ყველს, სულგუნს, ნადუღსა და კარაქს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ბათუმის აგრარულ ბაზარზე, წამყვან სასტუმრო-რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. საწარმოში 30-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.

,,მეცხოველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. რძის გადამამუშავებელი საწარმო საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, რაც გამოიხატება იმაში რომ მეცხოველეობის დარგის განვითრების კუთხით არა ერთი პროგრამა განხორციელდა. დღევანდელი ღონისძიებაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მერძევეობის განვითარების ხელშეწყობისკენ. აღნიშნული პროგრამა დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს და საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალ სამუშაო ადგილები სოფლად, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს სოფლად მაცხოვრებლებს’’. - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები