აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრის პირველი მოადგილე სტაჟიორების პრეზენტაციას დაესწრო

20 დეკემბერი, 2018

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, აგრარული ფაკულტეტის 5-მა სტუდენტმა ა(ა)იპაგროსერვის ცენტრის სასათბურე, სადედე და სადემონსტრაციო მეურნეობებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინეს. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ნათია წიკლაშვილი, უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, პროფესორ მასწავლებელები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათიპრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებად სტაჟირებას 6 თვის მანძილზე გადიოდნენ.

სტაჟიორები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, აგროტექნიკურ ღონისძიებების, მეურნეობის მართვის ორგანიზაციულ სამეურნეო მეთოდების შესახებ პრაქტიკულ გამოცდილებას იღებდნენ. სტაჟირების პერიოდში მონაწილეობდნენ სხვადასხვა აგრო ტურებში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები