აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

20 დეკემბერი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 324,044,000 ლარს შეადგენს.

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) 279.3 მილიონი ლარია, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.6 მილიონი ლარით (4.3 %-ით) მეტია;

2019 წლის ბიუჯეტი საკანონმდებლო ორგანოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. შეხვედრაზე მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით:

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი1,850,000 ლარით გაიზარდა;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი - 1,076,200 ლარით გაიზარდა;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი - 20,000 ლარით გაიზარდა;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი - 517,200 ლარით გაიზარდა;
• საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები - 6,463,600 ლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი ფინანსური დახმარებისთვის დაიხარჯება.

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულელების მიხედვით: 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 5,046,800 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია - 669,000 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 3,258,400 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 91,381,200 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 50,000,300 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 17,762,600 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 14 ,537,800 ლარი;
საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები - 141,387,900 ლარი, მათ შორის:

ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება - 60,269,500 ლარი;
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი - 8,000,000 ლარი;
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო ოდენობა მომავალ წელს 2018 წელთან შედარებით 30.0 მილიონი ლარით (13.3 %-ით)იზრდება და 2019 წლისათვის 255.0 მილიონი ლარით განისაზღვრება. ზრდა ძირითადად კერძო სექტორზე მოდის;
2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი (გადასახდელები) 314.1 მილიონ ლარს შეადგენს;


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები