აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები მოინახულა

21 დეკემბერი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები მონიხახულა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო. აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. 19 დეკემბრის მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია (რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ლატვია, უზბეკეთი) 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 4000 ტონაზე მეტია. მიმდინარე წელს ციტრუსის სარეალიზაციო ფასი 45 თეთრიდან 80 თეთრამდე მერყეობს.

რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, სუბსიდირების პროგრამა გრძელდება და 1 კგ არასტანდარტულ მანდარინზე ფერმერს 20 თეთრს უხდიან, საიდანაც 10 თეთრი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა, ხოლო 10 თეთრს საწარმოები გადაიხდიან. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ქარხნებს მიღებული და გადამუშავებული აქვს 6 000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა. არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, ასევე უწყვეტ რეჟიმში არის ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში.

შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას ღებულობენ გარემოს დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს, ასევე, მუშაობს ცხელი ხაზიც 1501 სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს 55-60 ათას ტონას. სეზონზე მოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონას. ასევე ხდება პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 5000 ტონა ციტრუსის შენახვა.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები