აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კენკროვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობა

21 დეკემბერი, 2018

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად. რომლის მიზანია საქართველოში კენკროვანი კულტურების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვისგზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

USAIDის სოფლის მეურნეობის პროგრამა“ ბაზარზე ორიენტირებულ მცირე და საშუალოზომის საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს უზრუნველყოფს 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისთანაინვესტირებით და გაუწევს მათ ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული დარგების გაძლიერებასა და ამ დარგების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. კენკროვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობა. 4 ფოტო


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები