აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სახელოვნებო სკოლების წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

20 დეკემბერი, 2018

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლების წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
სახელოვნებო სკოლების წარმატებულ მასწავლებლებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა სიგელები გადასცეს.
წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება სამინისტრომ ტრადიციად აქცია. ვფქირობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაფასდეს მათი ღვაწლი. მინდა მივულოცო თითოეულ მასწავლებელს მიღწეული წარმატება და მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი საქმიანობისათვის“ - აღნიშნა ინგა შამილიშვილმა.

 დღესვე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები