აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის ხელოვნების მუზეუმი 20 წლისაა

21 დეკემბერი, 2018

აჭარის ხელოვნების მუზეუმის 20 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დაესწრო და მუზეუმის მესვეურებს საიუბილეო თარიღი მიულოცა. „აჭარის ხელოვნების მუზეუმი წლების განმავლობაში იცავს და წარმოაჩენს კულტურული მემკვიდრეობის სამუზეუმო ფონდს, ის წარმატებით ახორციელებს თავის მისიას, ეხმიანება კულტურისა და ხელოვნების სფეროში განვითარებულ თანამედროვე პროცესებს“ -აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ინგა შამილიშვილმა.

აჭარის ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად 1998 წლის 19 დეკემბერს გაიხსნა და იგი თანამედროვე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. მუზეუმი ფლობს ექსპონატების სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე. მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მხატვართა მთელი პლეადა, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი.

აჭარის ხელოვნების მუზეუმს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ მხატვართა საერთაშორისო პლენერის ფარგლებში შესრულებული 9 ნახატი გადაეცა საჩუქრად.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები