აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენცია

22 დეკემბერი, 2018

აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით - „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები გაიხსნა. კონფერენცია გახსნეს და პედაგოგებს მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის ტარიელ ებრალიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოქმედი პედაგოგები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენციის მიზანია პედაგოგების მიერ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილებისა და ხედვის გაზიარება, აგრეთვე ინფორმაციის მიღება სწავლების პროცესში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ვადის გაგრძელებას. მემორანდუმს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროს სარგებლობის უფლებით გადასცემს მის მიერ შემუშავებულ ტრენინგ-მოდულებს, ხოლო სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს აჭარის რეგიონში მასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ტრენინგების ორგანიზება და ფინანსური მხარდაჭერა.

მემორანდუმის მიზანია, მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას და სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სტრუქტურების შესაძლებლობათა გაძლიერებას.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები